ჭაუხი
იერსახე
| ჭაუხი | |
|---|---|
ჩრდილოეთის ჭაუხი | |
| კოორდინატები: 42°31′50″ ჩ. გ. 44°46′17″ ა. გ. / 42.53056° ჩ. გ. 44.77139° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3688 მ |
| ქედი | ხევის კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ჭაუხი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარე გუდამაყრის არაგვის მარცხენა მდგენელის — ბაკურხევის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3688 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი, შიშველი ციცაბო კალთები. ამას გარდა, აღმოსავლეთ კავკასიონზე აღმართულია მთები: ჩრდილოეთის ჭაუხი (3842,5 მ), აღმოსავლეთის ჭაუხი (3644 მ) და დასავლეთის ჭაუხი (3496 მ).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 386.