ასმაში
Jump to navigation
Jump to search
ასმაში | |
---|---|
კოორდინატები: 43°06′53″ ჩ. გ. 42°49′04″ ა. გ. / 43.11496889° ჩ. გ. 42.81785306° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4057 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ასმაში[1] — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარე ენგურის შენაკადის — ტვიბერის სათავეში. სიმაღლე 4057 მ. კარგად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული გრანიტოიდებით. მისასვლელი გზა ტვიბერისა და მურყვამის მყინვარებიდან (მდინარე ენგურის აუზი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 637.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 18, თბ., 1987.