შოთა რუსთაველის მწვერვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა რუსთაველის მწვერვალი
შოთა რუსთაველის მწვერვალი
შოთა რუსთაველის მწვერვალი
კოორდინატები: 43°00′29″ ჩ. გ. 43°04′24″ ა. გ. / 43.00806° ჩ. გ. 43.07333° ა. გ. / 43.00806; 43.07333
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4960 
ქედი სვანეთის კავკასიონი
შოთა რუსთაველის მწვერვალი — საქართველო
შოთა რუსთაველის მწვერვალი
შოთა რუსთაველის მწვერვალი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
შოთა რუსთაველის მწვერვალი

შოთა რუსთაველის მწვერვალი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე — ბეზენგის კედელზე, მწვერვალ შხარის დასავლეთით. სიმაღლე 4960 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და გნაისებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. საბჭოთა პერიოდში პირველად მწვერვალზე სამხრეთი მხრიდან ავიდნენ (1937) ქართველი ალპინისტები ალექსანდრე გვალია და რამინ კვიციანი და მას შოთა რუსთაველის სახელი უწოდეს.[1] 1938 წელს იმავე მარშრუტით პიკზე ავიდნენ გაბრიელ ხერგიანი, ალექსანდრე გვალია, ბექნუ ხერგიანი და ჭიჭიკო ჩართოლანი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 15.
  2. რუსთაველის პიკი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 2021-05-28.