კიდეგანის ქედი
კიდეგანის ქედი (რუს. Кидеганис) — აღმოსავლეთ კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო ტოტი, საქართველოს დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე, მდინარეების ასისა და არმხის წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალი კიდეგანისმაღალი (4275 მ), სხვა მწვერვალებია: გველისმთა, სახარისმაღალი, ჭიმღისმაღალი, მარტინისმაღალი და სხვ.
მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: არხოტისთავისღელე, სახარისღელე, საჯიხვისღელე და სალაშქროსღელე. აგებულია იურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზე ჩამოწოლილია მყინვარები. ახასიათებს მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 504.