ლახვრის მყინვარი
ლახვრის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 43°08′48″ ჩ. გ. 42°28′18″ ა. გ. / 43.1469389° ჩ. გ. 42.4719389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ცალგმილის ქედი |
ფართობი | 3,0 კმ² |
სიგრძე | 3,0 კმ |
ტიპი | ხეობური |
ლახვრის მყინვარი, ლაკრის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოების — ცალგმილის ქედზე, მდინარე ენგურის აუზში. მყინვარის სიგრძე 3 კმ-ს შეადგენს, ხოლო ფართობი — 3 კმ²-ს. 1 კმ² დაფარულია მორენული მასალით. მყინვარის ენა ეშვება 2450 მ-ზე, ფირნის ხაზი გადის 3100 მ სიმაღლეზე. მისასვლელი გზა დოლრის ხეობიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინაშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 150.
|