წიო
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
წიო | |
---|---|
კოორდინატები: 42°27′56″ ჩ. გ. 45°28′58″ ა. გ. / 42.46556° ჩ. გ. 45.48278° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3380 მ |
ქედი | მაკრატელას ქედი |
წიო — მთა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთში, მაკრატელას ქედის შუა მონაკვეთის თხემზე, მდინარეების თუშეთის ალაზნისა და პირიქითის ალაზნის წყალგამყოფზე. სიმაღლე 3380 მ. აგებულია ლიასური ასპიდური თიხაფიქლებით, აგრეთვე ქვიშაქვებით. ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთები ციცაბოა, აღმოსავლეთი და დასავლეთი შედარებით დამრეცი. წიოზე გვხვდება მყინვარული ფორმები. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 331.