ძინალი
კოორდინატები: 43°07′41″ ჩ. გ. 42°53′25″ ა. გ. / 43.12806° ჩ. გ. 42.89028° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 4,7 კმ² |
სიგრძე | 4,3 კმ |
ძინალი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. წარმოადგენს ტვიბერის მყინვარის მარცხენა შენაკადს. სიგრძე 4,3 კმ, ფართობი 4,7 კმ². საზრდოობს მწვერვალ კულაკთაუს კალთებიდან ჩამონადენი მყინვარებით. ძინალის ფირნში (ზღვის დონიდან 3150 მ) თოვლის ზედაპირზე არის წითელი წყალმცენარეები. მისასვლელი გზაა სოფელ ჟაბეშიდან.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 275.
|