მყინვარის ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ერებუსის მყინვარის ენა
დრიგალსკის მყინვარის ენა

მყინვარის ენაყინულის წაგრძელებული და ვიწრო ფენა, რომელიც ხმელეთიდან წყალსატევში ეშვება. ჩვეულებრივ, წარმოადგენს სწრაფი ხეობის მყინვარისა და მყინვარული ნაკადის გაგრძელებას.[1]

გვხვდება ზღვებისა და ტბების ნაპირებთან. მისი ფართობი მერყეობს 10–800 კმ² ფარგლებში, ხოლო სისქე კიდეებზე 400–600 მ უდრის. მყინვარის ენას რეგულარულად წყდება ფრაგმენტი. ასე, 2006 წელს დრიგალსკის მყინვარის ენამ აისბერგთან შეჯახების გამო დაკარგა მონაკვეთი ზომებით 13×11 კმ, ხოლო 2010 წელს აისბერგის დარტყმამ მერცის მყინვარის ენას ნახევარზე მეტი მოაგლიჯა.[2]

ანტარქტიდაში ზოგიერთი მყინვარის ენა გამოშვერილია შორს ღია ოკეანეში. ასეთი ენების მაგალითია ერებუსის მყინვარის ენა (სიგრძე 11–12 კმ), დრიგალსკის მყინვარის ენა (სიგრძე 80 კმ) და მერცის მყინვარის ენა (160 კმ-ზე მეტი 2010 წლამდე). ამ უკანასკნელის ყინულის ნაკადი წელიწადში შეადგენს 10–12 მლრდ. ტონას. პრიუდსის ყურეში არის ფლეტნესის 6 კილომეტრიანი მყინვარის ენა, რომელიც იკვებება ხმელეთიდან ჩამოდინებული თხევადი წყლით.[3]

არქტიკაში მყინვარის ენა ხშირად ფიორდებითაა შემოსაზღვრული. გრენლანდიის ყინულოვანი ფარიდან ჩამოედინება დაახლოებით 15 სწრაფი მყინვარი, რომელიც თავიანთ გზაზე ღრმა ხეობებს გამოიმუშავებენ; ოკეანეში მოხვედრისას, ფიორდებში ისინი ქმნიან მყინვარის ენებს. ხშირად მათი სიგრძე 10 კმ-ზე ნაკლებია, თუმცა ზოგჯერ სიგრძე რამდენიმე ათეულ კმ-ს აღწევს.[4]

მყინვარის ენა თანამედროვე კონტინენტური მყინვარების კიდურ ნაწილებში ზღვაში ხშირად წინ მიიწევს რამდენიმე ათეული კილომეტრით და გამყვანი მყინვარის სახელწოდებას ატარებს.[5]

მყინვარის ენა ეწოდება აგრეთვე მთის მყინვარის მოძრავ ნაწილს, რომელიც განლაგებულია თოვლის საზღვრის ქვემოთ, კერძოდ აბლაციის არეში. იკავებს მყინვარულ ხეობას. მისი სიგრძე რამდენიმე, ზოგჯერ ათეული კმ-ია.[6] მყინვარისთვის, მ.შ. მისი ენისთვის დამახასიათებელია პულსაციური მოქმედება. ამის მაგალითია მყინვარ ტვიბერის ენა, რომელიც ინტენსიურად იხევს უკან, რასაც მოჰყვა მყინვარის დაშლა. ზოგიერთი მყინვარის ენა დროთა განმავლობაში მაღლა იწევს.[7]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hambrey M. J. Glacial Environments. — UBC Press, 1994. — P. 276. — 296 p.
  2. Massive iceberg calves from the Mertz Glacier
  3. Pariona A. What Is An Ice Tongue? WorldAtlas (23 May 2018)
  4. Dowdeswell J. A., Jeffries M. O. Arctic Ice Shelves and Ice Islands. Springer, 2017.
  5. Геологический словарь. Том 2. К-П. Санкт-Петербург, 2011
  6. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  7. ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014