ჯიმარის მყინვარი
კოორდინატები: 42°43′15″ ჩ. გ. 44°24′50″ ა. გ. / 42.72083° ჩ. გ. 44.41389° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ფართობი | 2,5 კმ² |
სიგრძე | 3,2 კმ |
ტიპი | კარულ-ხეობური |
ჯიმარის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხოხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე გენალდონის (გიზელდონის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიგრძე 3,2 კმ, ფართობი 2,5 კმ². დამახასიათებელია წინსვლითი გადაადგილება. საზრდოობს მწვერვალ ჯიმარის კალთაზე ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. მყინვარიდან გამოედინება მდინარე გიზელდონის მარჯვენა შენაკადი — გენალდონი. ჯიმარის მყინვარზე მისასვლელი გზა ადის სოფელ კარმადონიდან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 565.
|