თებულო
იერსახე
თებულო | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′20″ ჩ. გ. 45°20′48″ ა. გ. / 42.5222333° ჩ. გ. 45.34688500° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ჩეჩნეთი |
სიმაღლე | 3342 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
თებულო — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩეჩნეთი) საზღვარზე, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, პირიქითი ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3342 მ. თებულოს მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებით. თხემური ნაწილი კლდოვანია, მოკლებულია მცენარეულ საფარს, ქვემოთ ალპური საძოვრებია. უღელტეხილი მდინარე პირიქითის ალაზნის სათავეს (ქვახიდისწყალი) აკავშირებს ჩრდილოეთით მდებარე თებულოს ხეობასთან (ქისტეთი).[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 79.
- ↑ გარსევან კურდღელაიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 640.