ბოღოსის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბოღოსის ქედი
ადალა-შუხგელმერი
ადალა-შუხგელმერი
კოორდინატები: 42°20′20″ ჩ. გ. 46°14′55″ ა. გ. / 42.33889° ჩ. გ. 46.24861° ა. გ. / 42.33889; 46.24861
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული დაღესტანი
უმაღლესი წერტილი ადალა-შუხგელმერი
სიმაღლე 4151 
ბოღოსის ქედი — რუსეთი
ბოღოსის ქედი

ბოღოსის ქედი (რუს. Богосский хребет) — ქედი აღმოსავლეთ კავკასიონის შემადგენლობაში, დაღესტანში. წარმოადგენს ბოღოსის მთიანი მასივის ნაწილს. კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს გამოეყოფა სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და გადაჭიმულია მეჩიკალას მთიდან ხაპურდას უღელტეხილამდე დაახლოებით 72 კილომეტრზე. უმაღლესი მწვერვალია ადალა-შუხგელმერი (4151 მ). ბოღოსის ქედი მდინარეების ანდის ყოისუსა და ავარიის ყოისუს აუზების წყალგამყოფია. რელიეფი ციცაბოა, კლდოვანი. მწვერვალებზე მყინვარებია (გამყინვარების საერთო ფართობი 20 კმ²). ბოღოსის მასივი კავკასიონის მეგანტიკლინორიუმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქედის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ მძლავრი სისქის თიხოვანი ფიქლები და ქვიშაქვები.

კალთები შემოსილია ქსეროფიტული ბუჩქებით, სუბალპური და ალპური მდელოებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]