შანი
შანი | |
---|---|
შანი | |
კოორდინატები: 42°40′33″ ჩ. გ. 44°45′27″ ა. გ. / 42.67583° ჩ. გ. 44.75750° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4491 მ |
ქედი | შავანის ქედი |
ასაკი | ქვედაიურა |
შანი, შავანა — მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე. შავანის ქედის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე ზღვის დონიდან 4491 მ და ამრიგად აღმოსავლეთ კავკასიონის მეორე მწვერვალს წარმოადგენს სიმაღლის მიხედვით. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. გაწოლილია სტეფანწმინდის აღმოსავლეთით. კალთებზე ვრცელდება მდინარე თერგის შენაკადის — ხდის ვიწრო ხეობა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.