საფრიჭის მყინვარი
კოორდინატები: 43°14′24″ ჩ. გ. 41°35′33″ ა. გ. / 43.24000° ჩ. გ. 41.59250° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ფართობი | 3,2 კმ² |
სიგრძე | 2,4 კმ |
საფრიჭის მყინვარი — მყინვარი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე კოდორის მარჯვენა შენაკადის — ჩხალთის აუზში. სიგრძე — 2,4 კმ, ფართობი — 3,2 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 3130 მ-ზე. საზრდოობს მწვერვალების საფრიჭისა და მის დასავლეთის მდებარე უსახელო მწვერვალების კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. საფრიჭის მყინვარის მყინვარული ენიდან გამოედინება მდინარე ჯესარა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 170.
|