ლეჩხუმის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლეჩხუმის ქედი — ქედი ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთი განშტოება. წარმოადგენს ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფს. იწყება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე ფასის მთასთან და მთავრდება დაბა ლენტეხთან. სიგრძე დაახლ. 60 კმ. ჩრდილოეთი კალთა ვიწროა და ციცაბო, სამხრეთი — განიერი, დატოტვილი. უმაღლესი ნაწილია ჭუთხაროს მასივი (მწვერვალი სამერცხლე, 3584 მ).

ქედი აგებულია ქვედაიურული ფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუაიურული პორფირიტული წყებით, უკიდურესი სამხრეთი მონაკვეთი — ცარცული კირქვებით. გაბატონებულია რელიეფის ეროზიული, სტრუქტურული და მყინვარული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია მარადმწვანე ქვეტყიანი ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, წიფელი). ზედა — მუქწიწვიანით (ნაძვი, სოჭი). თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]