სუათისი (მწვერვალი)
სუათისი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 42°40′59″ ჩ. გ. 44°25′00″ ა. გ. / 42.68306° ჩ. გ. 44.41667° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4466 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
სუათისი — მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონის ჩრდილოეთით გვერდით — ხოხის ქედზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — სუათისის სათავეში. სიმაღლე 4466 მ. აგებულია იურული ფიქლებითა და დიორიტ-დიაბაზური წარმონაქმნებით. სუათისის ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახმცენარეულობით, ზედა კალთებზე სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტებია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 588.