ყლიჩის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყლიჩის მყინვარი
კოორდინატები: 43°08′55″ ჩ. გ. 41°53′35″ ა. გ. / 43.14861° ჩ. გ. 41.8933111° ა. გ. / 43.14861; 41.8933111
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ფართობი 0,76 კმ²
სიგრძე 3,08 კმ
ყლიჩის მყინვარი — საქართველო
ყლიჩის მყინვარი
ყლიჩის მყინვარი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ყლიჩის მყინვარი

ყლიჩის მყინვარი, კლიჩის მყინვარი — მყინვარი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდინარე ყლიჩის აუზში ყველაზე დიდი მყინვარია. სიგრძე 3,08 კმ, ფართობი 0,76 კმ². მყინვარი იწყება მთა ყლიჩიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთური მიმართულებით ვრცელდება. მისი ენა 2450 მ სიმაღლეზე შუბლის მაგვარი ფორმით მთავრდება. მის წინ კი კარგად გამოხატული წლიური მორენული სერებია, რომელთა სიმაღლე 0.5-1.0 მეტრს არ აღემატება. ეს ფორმები შექმნილია მყინვარების ყოველწლიური მოძრაობის შედეგად და ფიქსირებას უკეთებენ მყინვარის უკანდახევის სიდიდეებს დროში. რკალური სერების რაოდენობა თხუთმეტია და მცირედ გამოხატულ რიგელის თავზე მთავრდება, ქვემოთ კი წლიური მორენები გარეცხილია და ძირითადი ქანებია გაშიშვლებული. მორენები ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული, ზოგჯერ კი ერთმანეთს გადაფარავენ. წლიურ მორენებს შორის მანძილი რამდენიმე ადგილასაა გაზომილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014.