ქვიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვიში
კოორდინატები: 43°10′25″ ჩ. გ. 42°29′40″ ა. გ. / 43.17361° ჩ. გ. 42.4947194° ა. გ. / 43.17361; 42.4947194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 8,5 კმ²
სიგრძე 5,6 კმ
ქვიში — საქართველო
ქვიში
ქვიში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ქვიში

ქვიში — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის დოლრაჭალის აუზში. საზრდოობს მწვერვალების ცალგმილის, ლახვრის, ლეირაყისა და ბაბის მთის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით, მყინვარიდან გამოედინება მდინარე ქვიში. მისასვლელი გზაა სოფელ მაზერიდან.[1]

ასეთი დასახელების მყინვარი ძველ ტოპოგრაფიულ რუკებზე ერთიანი მყინვარის სახით არის მოცემული. 1960 წელს მყინვარ ქვიშის ფართობი 19,10 კმ² იყო. იგი წარმოიქმნებოდა რამდენიმე მძლავრი მყინვარის შეერთებით და ხეობის რთული ტიპის მყინვარს წარმოადგენდა. 1977 წელს რამინ გობეჯიშვილის მიერ ჩატარებული ექსპედიციის დროს მყინვარი ქვიში უკვე გაყოფილი იყო და შედგებოდა ოთხი დამოუკიდებელი მყინვარისაგან — ქვიში, ლადევალი, ცალგმილი და ლაკრა.[2]

2015 წლის კოსმოსურ სურათზე კარგად ჩანს რომ ამ ხეობაში უკვე ხუთი მყინვარი არის. ეს გამოწვეულია იმით, რომ 1977 წლის შემდეგ დნობის შედეგად ცალგმილის მყინვარი ორ ნაწილად გაიყო (ჩრდილოეთ და სამხრეთ ცალგმილი). ქვიშის აუზის მყინვარების ენები ერთმანეთისგან 0,3-0,5 კმ-ით არის დაცილებული და ინტენსიურ უკანდახევას განიცდის.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 523.
  2. 2.0 2.1 ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014