ყვითლოდი
ყვითლოდი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°06′23″ ჩ. გ. 42°56′39″ ა. გ. / 43.10639° ჩ. გ. 42.9444389° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | სვანეთის კავკასიონი |
| ფართობი | 11,5 კმ² |
| სიგრძე | 6,8 კმ |
| ტიპი | ხეობური |
ყვითლოდი, კითლოდი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხრის სათავეში. სიგრძე 6,8 კმ, ფართობი 11,5 კმ². ყვითლოდის მყინვარის ენის სიმაღლეა ზღვის დონიდან 2350 მ. საზრდოობს მწვერვალების ტიხტენგენის, სემისა და ყვითლოდის უღელტეხილების კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით. ყვითლოდიდან გამოედინება მდინარე ტვიბერის შენაკადი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 641.
| |||||