მნის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მნა (მრავალმნიშვნელოვანი).
მნის მყინვარი
კოორდინატები: 42°41′46″ ჩ. გ. 44°28′49″ ა. გ. / 42.69611° ჩ. გ. 44.4802806° ა. გ. / 42.69611; 44.4802806
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი ხოხის ქედი
ფართობი 2,60 კმ²
სიგრძე 3,37 კმ
ტიპი ხეობური
მნის მყინვარი — საქართველო
მნის მყინვარი
მნის მყინვარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მნის მყინვარი

მნის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდითი ქედის — ხოხის სამხრეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — მნაისიდონის აუზში. მდინარე მნის აუზში ყველაზე დიდი მყინვარია. მისი ფართობი 2,60 კმ², ხოლო სიგრძე 3,37 კილომეტრია. მყინვარი ზღვის დონიდან 3360 მეტრზე მთავრდება. საველე კვლევებისა და უახლეს კოსმოსურ სურათებზე დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ ზომის მყინვარებში მნის მყინვარი საქართველოში პირველია თავისი უკანდახევის მაჩვენებლებით (არ იგულისხმება ისეთი დიდი ზომის მყინვარები როგორიც იყო მაგალითად ტვიბერი და ქვიში, სადაც უკანდახევის მაჩვენებელი იგივე პერიოდში კიდევ უფრო მაღალი იყო).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;