გეზევცეკი
იერსახე
| გეზევცეკი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°53′25″ ჩ. გ. 43°21′08″ ა. გ. / 42.890528° ჩ. გ. 43.352361° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
| სიმაღლე | 3461 მ |
| ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
| აკავშირებს | რიონის ხეობას (ზემო რაჭა) ჩერეკის ხეობასთან |
| ამგებელი ქანები | ქვედაიურული თიხა-ფიქალი და ქვიშაქვა |
გეზევცეკი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე რიონის სათავეებში, ფასისმთის აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 3452 მ. გეზევცეკის კალთები აგებულია ქვედაიურული თიხა-ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დაფარულია მარადი თოვლ-ყინულით. მდინარე რიონის ხეობას (ზემო რაჭა) აკავშირებს ჩერეკის ხეობასთან (ყაბარდო-ბალყარეთი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 576.
| |||||||||||