კიბიშის მყინვარი
კიბიშის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 42°37′30″ ჩ. გ. 44°44′59″ ა. გ. / 42.6252694° ჩ. გ. 44.7497694° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | კავკასიონი |
ფართობი | 1,93 კმ² |
ტიპი | ხეობური |
მდგომარეობა | პულსაციური |
კიბიშის მყინვარი, ყიბიშა — მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადის — ხდის სათავეებში. კიბიშის მყინვარი ხეობის ტიპისაა. ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფართობი 1,93 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 3200 მ სიმაღლეზე. ფირნის საზღვარი გადის 3351 მ-ზე. უკანასკნელი 80 წლის მანძილზე მყინვარმა უკან დაიხია 1490 მეტრით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შენგელია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 503.
|