დვალეთის ქედი
დვალეთის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°35′49″ ჩ. გ. 44°01′18″ ა. გ. / 42.59694° ჩ. გ. 44.02167° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე |
უმაღლესი წერტილი | ხალაწა |
სიმაღლე | 3938 მ |
დვალეთის ქედი — კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის მონაკვეთი მამისონის უღელტეხილსა და ლაგათისარის მთას შორის. ქედის აღმოსავლეთი ნაწილი აგებულია ზედაიურული მერგელოვანი ფიქლებით. კირქვებითა და ქვიშაქვებით, დასავლეთი ნაწილი — ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით.
დვალეთის ქედის მნიშვნელოვანი მწვერვალებია: კოზიხოხი (3688 მ), საუხოხი (3711 მ), ხალაწა (3938 მ), ზეკარა (3828 მ), ლაღზწითი (3877 მ). უღელტეხილებია: ზეკარა (3184 მ), როკა (2995 მ), ურუსთა (3241) და სხვა. ქედის სამხრეთ კალთაზე სათავე აქვს მდინარეებს ჯეჯორას, ღარულას (რიონის მარცხენა შენაკადი), ქეშელთას, ჯომაგდონს, როკიდონს, ჭელიათას და სხვა (დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადები); ჩრდილოეთ კალთაზე — მდინარე არდონსა და მის შენაკადებს. ქედის თხემური ნაწილი მოქცეულია ნივალურ და სუბნივალურ ზონაში, ქვემოთ, ორივე კალთაზე, განვითარებულია ალპური, სუბალპური და მთა-ტყის ლანდშაფტები.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 490.