კაპიშისტრა
კაპიშისტრა | |
---|---|
კოორდინატები: 43°17′08″ ჩ. გ. 41°11′31″ ა. გ. / 43.28556° ჩ. გ. 41.19194° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3156 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
კაპიშისტრა, ხიმსა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ბზიფისა და კელასურის ზემოთის წყალგამყოფზე. სიმაღლე 3156 მ. აგებულია ზედაიურული პორფორიტული წყებით. აღმოსავლეთი კალთა დამრეცია, დანარჩენი — ციცაბო. ფლატოვანი კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლიტრერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 387.