დიდი ედენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ედენა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ედენა (მრავალმნიშვნელოვანი).
დიდი ედენა
კოორდინატები: 42°53′06″ ჩ. გ. 43°23′01″ ა. გ. / 42.88500° ჩ. გ. 43.38361° ა. გ. / 42.88500; 43.38361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
ქედი ცენტრალური კავკასიონი
ფართობი 3,52 კმ²
დიდი ედენა — საქართველო
დიდი ედენა
დიდი ედენა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
დიდი ედენა

დიდი ედენა, ედენა — ხეობის ტიპის სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის ზემოთში.[2] მყინვარის ენის აბსოლუტური სიმაღლე 2480 მ, ფირნის ხაზისა — 3360 მ. მისი ფართობი 3.52 კმ²-ია. მყინვარს კარგად გამოკვეთილი ენა და კვების აუზი (ფირნი) აქვს. მისი ზედაპირი სუფთაა და მოკლებულია ნაშალ მასალას. მხოლოდ მარჯვენა მხარეს გაუყვება გვერდითი ზედაპირული მორენა, რომელიც მარჯვენა ფერდობიდან ჩამოშლილი ნაშალი მასალის შედეგად ჩნდება. XIX საუკუნის ბოლოს მყინვარი გადმოკიდებული იყო რიგელზე და მის შუა მონაკვეთამდე აღწევდა. დიდი ედენის მყინვარის ენის შემცირება გამოწვეულია ერთის მხრივ, ინტენსიური დნობით და მეორეს მხრივ, მისი მექანიკური ნგრევით. რიგელის ძირიდან ხეობის დაყოლებით კარგად გამოხატული ფერნაუს სტადიის მორენებია. მყინვარის მიერ წარმოქმნილი სხვა მორფოსკულპტურული ფორმები გარეცხილია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 62.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 544.
  3. ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014