ლიჭადის მყინვარი
ლიჭადის მყინვარი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°08′44″ ჩ. გ. 42°54′51″ ა. გ. / 43.14556° ჩ. გ. 42.91417° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | სვანეთის კავკასიონი |
| ფართობი | 2,0 კმ² |
| სიგრძე | 2,3 კმ |
| ტიპი | ხეობური |
ლიჭადის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. მყინვარ ტვიბერის ზემო ნაწილი. სიგრძე 2,3 კმ, ფართობი 2,0 კმ². ლიჭადის მყინვარი საზრდოობს ტვიბერის უღელტეხილისა და მის მახლობლად მდებარე მწვერვალების კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით და ზვავებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 270.
| |||||