ფშიში
იერსახე
ფშიში | |
---|---|
ფშიში | |
კოორდინატები: 43°24′ ჩ. გ. 41°07′ ა. გ. / 43.400° ჩ. გ. 41.117° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 3790 მ |
ქედი | დასავლეთი კავკასიონი |
ფშიში (რუს. Пшиш) — მთა დასავლეთ კავკასიონზე, რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში. მდებარეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. ფშიშის კალთებიდან სათავეს იღებენ მდინარე დიდი ზელენჩუკის შენაკადები. სიმაღლე 3790 მ.[1] მწვერვალი მოქცეულია მუდმივი თოვლის ზონაში. კალთების ქვედა ნაწილში არის რელიქტური ტყე, სადაც იზრდება კაკვასიური ფიჭვი, ნაძვი, ურთხელი. ტყის საზღვარს კეტავს დაბალტანიანი არყის ხე. საშუალომთიანეთში განვითარებულია სუბალპური მდელოები, ხოლო უფრო ზემოთ მარადთოვლიან ზონაში გაბატონებულია ალპური მდელოები.[2]