კლუხორის უღელტეხილი
(გადამისამართდა გვერდიდან ქლუხორის უღელტეხილი)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
კლუხორის უღელტეხილი | |
---|---|
![]() კლუხორის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 43°14′39″ ჩ. გ. 41°52′01″ ა. გ. / 43.24417° ჩ. გ. 41.86694° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2781 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
კლუხორის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. კოდორის ხეობას აკავშირებს თებერდის ხეობასთან. სიმაღლე 2781 მ. აგებულია პროტეროზოური და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით. კლუხორის უღელტეხილის მიდამოებში ალპური ლანდშაფტია. უღელტეხილზე გადადის სოხუმის სამხედრო გზა. 1942 წლის აგვისტოს მეორე ნახევრიდან მოყოლებული, უღელტეხილზე მიმდინარეობდა უმძიმესი ბრძოლები, საბჭოთა დივიზიები გმირულად ებრძოდნენ ნაცისტური გერმანიის არმიას.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 563.