გვანდრა (მთა)
იერსახე
| გვანდრა | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°12′16″ ჩ. გ. 42°04′50″ ა. გ. / 43.2046889° ჩ. გ. 42.0807111° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
| სიმაღლე | 3985 მ |
| ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
გვანდრა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, საქართველოსა და რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე, მდინარე გვანდრისა (კოდორის ერთ-ერთი სათავე) და უჩკულანის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან — 3985 მეტრი. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 603.