ახცუს ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახცუს ქედი
კოორდინატები: 43°39′36″ ჩ. გ. 39°57′00″ ა. გ. / 43.66000° ჩ. გ. 39.95000° ა. გ. / 43.66000; 39.95000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კრასნოდარის მხარე
სიმაღლე 1124 
ახცუს ქედი — რუსეთი
ახცუს ქედი

ახცუს ქედი (რუს. хребет Ахцу) — ქედი დასავლეთ კავკასიონის შემადგენლობაში, რუსეთის კრასნოდარის მხარეში. სიმაღლე 1124 მ. აგებულია კირქვებით. განვითარებულია კარსტი. არის ვოკლუზები, კარები, ძაბრები, ჭები და მღვიმეები. უდიდესი მღვიმის სიგრძე შეადგენს 550 მ-ს. ქედი გადაკვეთილია მდინარე მზიმთის ხეობით (ადლერ-კრასნაია-პოლიანას გზატკეცილი). მდინარეები ფსახო და მზიმთა ახცუს ქედს სამ ნაწილად ყოფენ.

1968 წლის 13 იანვარს ხეობაში დიდმა ზვავმა ნაგუბარი ტბა შექმნა. კალთებზე ფართოფოთლოვანი წიფლისა და სოჭის ტყეებია.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 111.