ვანთლიაშეთი
იერსახე
ვანთლიაშეთი | |
---|---|
კოორდინატები: 42°00′17″ ჩ. გ. 46°07′42″ ა. გ. / 42.0049361° ჩ. გ. 46.1283944° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე დაღესტანი |
სიმაღლე | 2441 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ფლორა | სუბალპური მდელო |
ვანთლიაშეთი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (დაღესტანი) საზღვარზე, კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე კაბალის მარჯვენა შენაკადის — ჩარასალდისხევის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2441 მ.
ვანთლიაშეთის უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ბილიკით აკავშირებს მდინარეების კაბალისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და სიმბირისხევის (ავარიის ყოისუს სისტემა) ხეობებს. ვანთლიაშეთის კალთებზე გავრცელებულია სუბალპური მდელოთა ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 152.