ლაბის უღელტეხილი
ლაბის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°23′16″ ჩ. გ. 41°05′57″ ა. გ. / 43.38778° ჩ. გ. 41.09917° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2575 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ლაბა (რუს. Лаба) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. გაწოლილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე დიდი ლაბის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 2575 მ. აგებულია პალეოზოური გნაისებით და კრისტალური ფიქლებით. ახასიათებს ალპური ლანდშაფტი. ლაბის უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა მდინარე ბზიფის ხეობიდან ყარაჩაი-ჩერქეზეთში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 94.