გალავდური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალავდური
კოორდინატები: 42°25′59″ ჩ. გ. 44°19′14″ ა. გ. / 42.43306° ჩ. გ. 44.32056° ა. გ. / 42.43306; 44.32056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახალგორის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3230 
ქედი ხარულის ქედი
გალავდური — საქართველო
გალავდური
გალავდური — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გალავდური

გალავდური — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხარულის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ქსნის ზემოთში. სიმაღლე 3230 მ. აგებულია შუაიურული ასაკის მერგელოვანი ფიქლებითა და ქვიშაქვებით. სამხრეთი და დასავლეთი კალთები ქარაფოვანია, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი — დამრეცი. გალავდური დაფარულია ალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]