მაისტისმთა
მაისტისმთა | |
---|---|
მაისტისმთა | |
კოორდინატები: 42°36′21″ ჩ. გ. 45°17′07″ ა. გ. / 42.60583° ჩ. გ. 45.28528° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
სიმაღლე | 4081 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
მაისტისმთა, მაისტისმაღალი (რუს. Маистисмта) — მწვერვალი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთით გვერდით ქედზე, არღუნის სისტემის მდინარეების ანდაქის, ბლუხაფეღისა და მაისტიხის წყალგამყოფზე, სიმაღლე 4081 მ. ადმინისტრაციულად განლაგებულია დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის რესპუბლიკის ჩეჩნეთის საზღვარზე. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. მაისტისმთის უმეტესი ნაწილი კლდოვანია. აქვს ორი მყინვარი. კალთების ქვემო ნაწილში ალპური მდელოებია. პირველი საბჭოთა ასვლა განხორციელდა 1939 წელს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 367.