დომბაიულგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დომბაიულგენი
დომბაიულგენი
დომბაიულგენი
კოორდინატები: 43°14′35″ ჩ. გ. 41°43′40″ ა. გ. / 43.24306° ჩ. გ. 41.72778° ა. გ. / 43.24306; 41.72778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 4046 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
დომბაიულგენი — საქართველო
დომბაიულგენი
დომბაიულგენი — რუსეთი
დომბაიულგენი

დომბაიულგენი[1] (რუს. Домбай-Ульген; ყარაჩ-ბალყ. Доммай ёлген — „ადგილი, სადაც დომბა დაიღუპა“) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარე თებერდის სათავეებში. სიმაღლე 4046 მ. დომბაიულგენის კლდოვან მასივზე გამოიყოფა სამი მწვერვალი: დასავლეთის (4036 მ), მთავარი (4046 მ) და აღმოსავლეთის (3950 მ). აგებულია გნაისებით, კრისტალური ფიქლებითა და გრანიტებით. დაფარულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით. 1960 წელს დომბაი-ულგენზე ასვლისას დაიღუპა ოთხი კაცისგან შემდგარი ექსპედიცია, რომელსაც ალპინისტი იგორ ეროხინი ხელმძღვანელობდა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009, გვ. 60.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 612, თბ., 1978 წელი.