შაჰდაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შაჰდაღი
შაჰდაღი
შაჰდაღი
კოორდინატები: 41°16′21″ ჩ. გ. 48°00′16″ ა. გ. / 41.27250° ჩ. გ. 48.00444° ა. გ. / 41.27250; 48.00444
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სიმაღლე 4243 
მთის მასივი კავკასიონი
ქედი აღმოსავლეთი კავკასიონი
შაჰდაღი — აზერბაიჯანი
შაჰდაღი

შაჰდაღი (ლეზ. Шагь-сув, აზერ. Şahdağ) — მწვერვალი აღმოსავლეთ კავკასიონზე, გვერდით ქედზე, აზერბაიჯანში. რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. სიმაღლე 4243 მ.[1] აგებულია კირქვებითა და დოლომიტებით.[2] შემოსილია მაღალმთიანი მდელოს ბალახეულით. არის პატარა მყინვარები. 2007 წლის თებერვალში მწვერვალზე ასვლა აზერბაიჯანელმა ალპინისტებმა განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ. შაჰდაღის კალთები მეტად ციცაბო და კლდოვანია. აგრეთვე, ამ უბანში განვითარებულია ძლიერი ქარები, რის გამოც შაჰდაღი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისადგომი მწვერვალია.[3] ზამთარში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ უდრის -20°C.[3] კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში უკანასკნელი მყინვარები მხოლოდ შაჰდაღის მასივზეა შემორჩენილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]