შინაარსზე გადასვლა

ოხაჩქუის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოხაჩქუის ქედი
კოორდინატები: 42°46′42″ ჩ. გ. 41°56′35″ ა. გ. / 42.778444° ჩ. გ. 41.943222° ა. გ. / 42.778444; 41.943222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ოხაჩქუე
სიმაღლე 2156 
ამგებელი ქანები კირქვა
ოხაჩქუის ქედი — საქართველო
ოხაჩქუის ქედი
ოხაჩქუის ქედი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ოხაჩქუის ქედი

ოხაჩქუის ქედიქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის პერიფერიულ ზოლში, ოხაჩქუის მასივის ამაღლებულ ნაწილზე, მდინარეების ენგურისა და ოქუმის ხეობებს შორის. უმაღლესი წერტილი — მთა ოხაჩქუე (2156 მ). აგებულია ცარცული, ზედაიურული და ეოცენური კირქვებით, რომლებშიც კარსტი ვითარდება. კარსტული ძაბრების გარდა ბევრია შახტები და მღვიმეები. ქედის კალთები ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით (დაბლა ფოთლოვანი, მაღლა წიწვიანი), თხემი - სუბალპური მდელოებით. ოხაჩქუის მასივზე არის ჩაკეტილი ქვაბულები (დიდი და მცირე ოფუჯე, ოთეფურე, ოჭაკე, ჯაკონა), რომლებშიც ზამთრობით ცივი ჰაერი გუბდება და ალპური ზონისათვის დამახასიათებელი მცენარეები იზრდება (მათ შორის იშვიათი ვარდისფერი როდოდენდრონი — დეკისა და შქერის ჰიბრიდი). ოჭაკის ქვაბულში არის ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი „აერო“.