ჯვრის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ჯვრის უღელტეხილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჯვრის უღელტეხილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ჯვრის უღელტეხილი
ჯვრის უღელტეხილი
ჯვრის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°30′16″ ჩ. გ. 44°27′14″ ა. გ. / 42.50444° ჩ. გ. 44.45389° ა. გ. / 42.50444; 44.45389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2379 
ქედი ხევის კავკასიონი
გამავალი გზა საქართველოს სამხედრო გზა
ამგებელი ქანები დიაბაზი
ლანდშაფტი სუბალპური და ალპური
ჯვრის უღელტეხილი — საქართველო
ჯვრის უღელტეხილი
ჯვრის უღელტეხილი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჯვრის უღელტეხილი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ჯვრის უღელტეხილი, ხევისყელი — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე. მდინარეების ბიდარისა (თერგის მარჯვენა შენაკადი) და მთიულეთის არაგვის წყალგამყოფზე. სიმაღლე 2379 მ. აგებულია მეოთხეული ეფუზივებითა და ინტრუზიული დიაბაზებით. უღელტეხილის მიდამოებში სუბალპური და ალპური ლანდშაფტებია.[1]

მასზე გადის საქართველოს სამხედრო გზა. სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მოწყობილია გუდაურის ზამთრის სპორტული-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. როგორც ცნობილია, ჯვრის უღელტეხილს აგებენ ახალგაზრდა ვულკანური ქანები, რომლებიც აქ გაჩნდენ პატარა ნეფისკალოდან ლავების ამოღვრის შემდეგ. ამოღვრილმა ლავებმა წარმოშვა ნაკადი ჯვრის უღელტეხილისაკენ. ლავურმა ნაკადმა ამოავსო იმ ძველი მდინარის ხეობა.

ლავების ამოღვრამდე ჯვრის უღელტეხილის სიმაღლე დაახლოებით 2000 მ ცოტა მეტი უნდა ყოფილიყო (ლავის ნაკადის სისქე 360 მ).[2] ლავის ნაკადმა უღელტეხილის სიმაღლე მნიშვნელოვნად გაზარდა. შემდეგში, ჯვრის უღელტეხილის თანამედროვე სახის გამომუშავებაში, მყინვარებმა უდავოდ დიდი როლი ითამაშეს.[3]

„ჯვრის უღელტეხილი“ წყაროებში ცნობილია აგრეთვე ჯვართაყელისა და გუდაურის უღელტეხილის სახელით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 563, თბ., 1987 წელი.
  2. Ренгартен В. П., Геологический очерк района Военно-Грузинской дороги, Труды Всесоюзн. Геол. Развед. объединения В.С.Н.Х. СССР, вып.148, Геологиздат Всесоюзн. Геол.-развед. Объединения, М.-Л., 1932. ст. 49
  3. Гросгейм В. А., О смещении главного водораздела Большого Кавказа, Изв. ВГО, т.82, вып.3, 1950.