ხალაწა
იერსახე
| ხალაწა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°35′56″ ჩ. გ. 43°50′12″ ა. გ. / 42.59889° ჩ. გ. 43.83667° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
| სიმაღლე | 3938 მ |
| ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | მერგელ-კირქვიანი შუაშრეებიანი თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ხალაწა — მთა საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარი ქედის თხემზე, მდინარე ხალაწის (არდონის სისტემა) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3938 მ. აგებულია ქვედაცარცული მერგელ-კირქვიანი შუაშრეებიანი თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კლდოვანია, ციცაბოკალთებიანი. დამახასიათებელია ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 417.