ჭიჩო
ჭიჩო | |
---|---|
კოორდინატები: 42°21′42″ ჩ. გ. 45°03′31″ ა. გ. / 42.36167° ჩ. გ. 45.05861° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3084 მ |
ქედი | ქართლის ქედი |
ჭიჩო — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქართლის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, მდინარე ივრის სათავეებში. სიმაღლე 3084 მ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის მერგელოვანი ფიქლებით. მთის კალთები ციცაბოა. დანაწევრებულია მდინარეების ფშავის არაგვისა და ივრის შენაკადებით. ჩრდილოეთ კალთაზე შემორჩენილია რამდენიმე პატარა მყინვარული ცირკი. მთის ზემო ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით, ქვემო — შერეული ფართოფოთლოვანი ტყით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ტაბიძე ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 402.