მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურყვამი — დაკიდებული მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განტოტებაზე — სვეტღარის ქედზე, მდინარე ენგურის აუზში. სიგრძე 3,5 კმ, ფართობი 6,0 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. მურყვამზე აქვს სათავე მდინარე მურყვამს (ენგურის სისტემა). საზრდოობს სვეტღარის ქედის, ასმაშისა და ნიურმიშის უღელტეხილების კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით.