საყორნეს უღელტეხილი
იერსახე
საყორნე | |
---|---|
კოორდინატები: 42°24′16″ ჩ. გ. 45°16′21″ ა. გ. / 42.4045611° ჩ. გ. 45.2727361° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2835 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
აკავშირებს | პანკისის ხეობას თუშეთის ალაზნის ხეობასთან |
ამგებელი ქანები | იურული თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
საყორნე — უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2835 მ. საყორნის მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. უღელტეხილი პანკისის ხეობას აკავშირებს თუშეთის ალაზნის ხეობასთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 204.