შინაარსზე გადასვლა

სუჯუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სუჯუნა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტი
თემი სუჯუნა
კოორდინატები 42°11′58″ ჩ. გ. 42°09′07″ ა. გ. / 42.19944° ჩ. გ. 42.15194° ა. გ. / 42.19944; 42.15194
ცენტრის სიმაღლე 15
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1117[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სუჯუნა — საქართველო
სუჯუნა
სუჯუნა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სუჯუნა
სუჯუნა — აბაშის მუნიციპალიტეტი
სუჯუნა

სუჯუნასოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სუჯუნა, ეწერი, წალიკარი).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე აბაშის ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 6 კილომეტრით.

1796 წელს სუჯუნაში ეკლესია ააშენა ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელმა. სუჯუნა იყო ჭყონდიდელი ეპისკოპოსების საზამთრო რეზიდენცია და პირველი დაბა სამეგრელოში. 1858-1930 წლებში სუჯუნა იყო საბოქაულოს ცენტრი. 1870 წელს აბაშაში რკინიგზის სადგურის გახსნის შემდეგ სუჯუნა ცოტა დაქვეითდა. 1897 წელს სოფელში გაიხსნა სამკითხველო.[3] 1913-1915 წლებში სუჯუნის ორკლასიან სკოლაში ასწავლიდა ილია სიხარულიძე. სუჯუნა საბოლოოდ დაქვეითდა 1930 წელს, როცა სუჯუნას საბოქაულოს ბაზაზე შეიქმნა აბაშის რაიონი, რომლის ცენტრად გამოცხადდა დაბა აბაშა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1117 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1336 633 703
2014[1] 1117 525 592

ხალხური ეტიმოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუჯუნა ადგილობრივთა ხალხური ეტიმოლოგიით დამდგარ წყალს ნიშნავს: სუ–წყალი, ჯუნა–დამდგარი.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. ცნობის ფურცელი N564, 21 ივნისი 1898 – გვ. 3-4
  4. სუჯუნა // saunje.ge