შინაარსზე გადასვლა

ლესა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლესა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ლესა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ლესა
კოორდინატები 42°04′53″ ჩ. გ. 41°57′34″ ა. გ. / 42.08139° ჩ. გ. 41.95944° ა. გ. / 42.08139; 41.95944
პირველი ხსენება გვიანდელი შუა საუკუნეები
ცენტრის სიმაღლე 30
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1152[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლესა — საქართველო
ლესა
ლესა — გურიის მხარე
ლესა

ლესასოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლესა, ჭინათი).

ლესა მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე ლესისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 30 მ., ლანჩხუთიდან 8 კმ. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12 და ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზა. სოფელში არის რკინიგზის ბაქანი სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. სოფელში არის საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა.

ლესა წყაროებში იხსენიება გვიანდელი შუა საუკუნეებიდან. წარმოადგენდა გურიელების საუფლისწულო სოფელს. ლესაში ცხოვრობდა გურიის მთავრის, ვახტანგ III გურიელის შვილის, დავით გურიელის ოჯახი. ლესაში დაიბადა და გაიზარდა გურიელების საგვარეულოს შთამომავალი, პოეტი მამია გურიელი. სოფელში შემორჩენილია გურიელთა ძველი შენობების თაღები. სოფელში იდგა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1914 წელს გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა.

აღწერის წელი მოსახლეობა
1908[2] 1050
1911[3] 1068
2002 1416
2014 1152 [1]

საბჭოთა პერიოდში სოფელში მოჰყავდათ ჩაი, სიმინდი, ციტრუსები.

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. Кавказский календарь на 1910 год
  3. Кавказский календарь на 1912 год
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლესა&oldid=4703894“-დან