შინაარსზე გადასვლა

ალამბარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ალამბარი

მამუკას ციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი ალამბარი
კოორდინატები 41°49′48″ ჩ. გ. 41°53′01″ ა. გ. / 41.83000° ჩ. გ. 41.88361° ა. გ. / 41.83000; 41.88361
დაარსდა XV საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 60
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1837[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
რუსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ალამბარი — საქართველო
ალამბარი
ალამბარი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ალამბარი
ალამბარი — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ალამბარი

ალამბარი[2]სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ალამბარი, ზედა კონდიდი). მდებარეობს მდინარე აჭყვის მარცხნივ, ზღვის დონიდან 60 მ, ქობულეთიდან 14 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1837 კაცი.[1]

XV-XVI საუკუნეებში ალამბარი წარმოადგენდა გურიის სამთავროს ცენტრს და მთავრის რეზიდენციას. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით აქ ჰქონდათ სასახლე გურიელებს. XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3]

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიისთვის გადაცემის შემდეგ სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 426 ადამიანს.[4]

საბჭოთა პერიოდში შედიოდა მუხაესტატეს სასოფლო საბჭოში, განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.

აღწერის წელიმოსახლეობა
1908315[5]
20022325[6][7]
20141837[1]

სოფელში, „ციხისყელად“ წოდებულ მთაზე დგას XVIII საუკუნის ციხის ნანგრევები. ციხე ეკუთვნოდა მამუკა თავდგირიძეს, რის გამოც მას მამუკას ციხე დაერქვა. ციხე დაინგრა 1959 წლის მიწისძვრის დროს. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შემორჩენილ ნანგრევს კოშკის ფორმა აქვს და მისი ფართობი 47 მ²-ს შეადგენს.

სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ადგილობრივი მოსახლეობა მას შუშანეთის წმინდა გიორგის უწოდებდა. ეკლესია ქვისგან იყო აგებული. 1891 წელს ზაქარია ჭიჭინაძეს იგი დანგრეული დახვდა.

  1. 1 2 3 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987.  გვ. 15.
  3. სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178. 
  4. ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012.  გვ. 40.
  5. «Кавказский календарь» на 1910 год
  6. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-04.
  7. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.