პორტალი:საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
opacity test
კატეგორია
ხაზი 39: ხაზი 39:


[[კატეგორია:საქართველო]]
[[კატეგორია:საქართველო]]
[[კატეგორია:პორტალები]]
[[[კატეგორია:ქვეყნების პორტალები|საქართველო]]


{{Link FA|ru}}
{{Link FA|ru}}

06:56, 5 აგვისტო 2009-ის ვერსია

საქართველო
პორტალი: საქართველო
პორტალი: საქართველო


საქართველოს გერბი
საქართველოს გერბი
საქართველო — სახელმწიფო ევროპისა და აზიის გასაყარზე. ერთიანი სახელმწიფოს სახით არსებობდა XI საუკუნის დასაწყისიდან, თუმცა დღევანდელი მმართველობის ფორმით არსებობს 1991 წლიდან. იხილეთ სრულად საქართველოს ისტორია.

რჩეული სტატია

ძველი თბილისი
თბილისი (1936 წლამდე ტფილისი), საქართველოს დედაქალაქი; 1922—1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა.

რჩეული ბიოგრაფია

ზაქარია ფალიაშვილი
ზაქარია ფალიაშვილი (დ. 4 აგვისტო, 16 აგვისტო, 1871, ქუთაისი ― გ. 6 ოქტომბერი, 1933, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.

მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის ოთხი ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში. სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას, მღეროდა ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში — ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდში. 1891-იდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, 1895—1899 წლებში — თეორიული დისციპლინებში მეცადინეობდა ნიკოლოზ კლენოვსკის ხელმძღვანელობით.

იცოდით, რომ...

გაზაფხულის რიტმები
გაზაფხულის რიტმები

ახალი სტატიები

ევსტათი მცხეთელის ეკლესია | ვანქის ტაძარი | გოხნარი (ეკლესია) | სავენახო | სავეკუოს მღვიმე | ბაია (საფეხბურთო კლუბი) | სავეზირო | სავადი | საერისთავო | ნიკოლოზ აბაშიძე | ნანა მესხიძე | იოანე ოქროპირი I (საქართველო) | ირაკლი გამრეკელი | ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი | ეგნატე იოსელიანი | სამგორი (თბილისის მეტრო) | ქართული უნივერსიტეტი | საეკლესიო აზნაური | სადუცია | სადუღა | ნუცა კუხიანიძე | მამაი (კათოლიკოსი) | სადუნ მანკაბერდელი | მალხაზ ასათიანი | ალუდა ქეთელაური | ბესიკ ხარანაული | სურამის ციხე (ფილმი) | ისანი (თბილისის მეტრო) | 300 არაგველი (თბილისის მეტრო) | მარჯანიშვილი (თბილისის მეტრო) | ბარალეთისწყალი | ნანკა კალატოზიშვილი | მარიამ ჯოლოგუა | მაია დობორჯგინიძე | მოძღვარი (ფილმი)

თემატური კრებული


ამ თვეს...

თვის გამოსახულება

ყინწვისის მონასტრის ფრესკა
ყინწვისის მონასტრის ფრესკა
ყინწვისის მონასტრის მოხატულობა უნიკალურია ქართულ შუა საუკუნეების მხატვრობაში, მისი განსაკუთრებული სილურჯის, შესრულების ტექნიკისა და რბილი ტონალობის გამო. ფრესკები ერთ დროს ოქროს ფირფიტებით იყო შემოსილი. ამჟამად ისინი თითქმის ჩამორეცხილია.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

იხილეთ:


რჩეული პანორამა

გერგეტის სამების ეკლესია
გერგეტის სამების ეკლესია
გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი — გერგეტი.

დობილი პორტალები

ევროპა

ავსტრია · აზერბაიჯანი · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია · დიდი ბრიტანეთი · ესპანეთი · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი · ირლანდია · ისლანდია · ისრაელი · იტალია · კვიპროსი · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მოლდოვა · მონაკო · მონტენეგრო · ნიდერლანდი · ნორვეგია · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი · სერბეთი · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · შვედეთი · შვეიცარია · ჩეხეთი · ხორვატია

ქეშის გაწმენდა

[[[კატეგორია:ქვეყნების პორტალები|საქართველო]]

თარგი:Link FA