ჭოროხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭოროხი
Choruh 01.jpg
მდინარე ჭოროხი
ქვეყნები თურქეთის დროშა თურქეთი
საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქები ართვინი
ბაიბურთი
სათავე ოქუს-ბადადაღის მთები
40°33′28″ ჩ. გ. 41°44′28″ ა. გ. / 40.55778° ჩ. გ. 41.74111° ა. გ. / 40.55778; 41.74111
სათავის სიმაღლე 3225 მ
შესართავი შავი ზღვა
41°36′17″ ჩ. გ. 41°34′27″ ა. გ. / 41.60472° ჩ. გ. 41.57417° ა. გ. / 41.60472; 41.57417
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 438 კმ
აუზის ფართობი 22000 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 277 მ³/წმ
Çoruhrivermap.jpg
ჭოროხის აუზი
ჭოროხი (კავკასია)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ჭოროხი (თურქ. Çoruh nehri) — მდინარე თურქეთსა და საქართველოში. სათავე აქვს ოქუს-ბადადაღის მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აუზის ფართობი 22 ათასი კმ². ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან — 277 მ³/წმ. ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მთავარი შენაკადებია: აჭარისწყალი და მაჭახელისწყალი.

მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი ბაიბურთი, სპერი (ისპირი), ართვინი, ბორჩხა, აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერის კაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი.

აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდინარე ჭოროხის სახელწოდებაა რომაულ და ბიზანტიურ წყაროებში.

ჭოროხის ბასეინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადებია: ჭარნალი, ბოლოკო,

მდინარე ჭოროხის მარჯვენა შენაკადებია: გველისწყალი, აჭარისწყალი, მაჭახელისწყალი,

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]