იორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იორი (დუშეთის მუნიციპალიტეტი).
იორი
Riv. Iori.jpg
მდინარე იორი უჯარმის ციხესთან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყნები საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეულები თიანეთის მუნიციპალიტეტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
სათავე ბორბალო
42°20′40″ ჩ. გ. 45°14′36″ ა. გ. / 42.34444° ჩ. გ. 45.24333° ა. გ. / 42.34444; 45.24333
სათავის მდებარეობა თიანეთის მუნიციპალიტეტი
სათავის სიმაღლე 2600 მ
შესართავი მინგეჩაურის წყალსაცავი
41°02′03″ ჩ. გ. 46°30′11″ ა. გ. / 41.03417° ჩ. გ. 46.50306° ა. გ. / 41.03417; 46.50306
შესართავის მდებარეობა აზერბაიჯანი
სიგრძე 320 კმ
აუზის ფართობი 4650 კმ²
მდინარის სისტემა მინგეჩაურის წყალსაცავიმტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 12 მ³/წმ
იორი (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

იორი (აზერ. Qabırlı) — მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანში. სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ბორბალოსთან, ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლეზე. ზემოწელში მიედინება ხეობაში, შუაწელზე კვეთს სამგორის ქვაბულს და ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს. წარსულში იორი უერთდებოდა მდინარე ალაზანს მარჯვენა მხრიდან. ივრის სიგრძეა 320 კმ, აუზის ფართობი — 4650 კმ². საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლებით. ივრის მარცხენა შენაკადებია: საგამი, გომბორი, ორვილი, ლაფიანხევი; მარჯვენა — ხაჩრულა, ქუსნო, აძეძი, გორანა და სხვა. ქვემო დინებაში აქვს დროებითი შენაკადები. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 43 კმ-ში 12 მ³/წმ.[1]

იორი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებისაა. ივრის ხეობას დასაწყისში აქვს ვიწრო და ღრმა მთის ხეობის ფორმა, შემდგომ იგი გადადის თიანეთის ვაკეში, მასში ჩამდინარე ორი შენაკადით — ქუსნოთი და საგამით, მთავრდება სიონის ხეობით, სადაც სიონის წყალსაცავია შექმნილი. მდინარე იორი ივრის ზეგანს ორ: იორი-ალაზნის და იორი-მტკვრის ნაწილად ყოფს. ივრის მარცხენა ნაპირზე გავრცელებულია ნეშომპალა-სულფატური და დამარილიანებული მიწები.[2]

იორზე აგებულია მარეგულირებელი სიონის წყალსაცავი. ივრის წყლით შეიქმნა თბილისის წყალსაცავი ანუ „თბილისის ზღვა“. მდინარე ივრის ქვემო დინებაში გაშენებულია დალის მთის წყალსაცავი, რომლის წყლის მოცულობა უდრის 140,0 კმ³-ს.[3] ივრის წყლით ირწყვის 90 ათ. ჰა-ზე მეტი ფართობი ივრის ზეგანზე. მდინარეზე აგებულია რამდენიმე სარწყავი სისტემა, რომელთაგან მთავარია სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები.[1]

შუა საუკუნეების ქართული წყაროები იორს უწოდებენ „მცირე ალაზანს“.[4]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იორი&oldid=3349187“-დან