ოთარ იოსელიანი
ოთარ იოსელიანი | |
---|---|
![]() ოთარ იოსელიანი | |
დაბადების თარიღი |
2 თებერვალი, 1934 თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება |
![]() |
ალმა-მატერი | თბილისის კონსერვატორია |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1958-დღემდე |
სხვა ჯილდოები |
ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის |
ოთარ იოსელიანი (დ. 2 თებერვალი, 1934, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით. 1953 წელს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (რუს. ВГИК), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო.
1962 წელს დგამს მცირემეტრაჟიან ფილმს „აპრილი“, ხოლო 1964 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი“, რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე. უკვე ამ ფილმებში გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური სტილი, რომელიც აშკარა იყო მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გიორგობისთვე“ (1966). ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის.[1] 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, ხოლო 1976 წელს კი რეჟისორმა დადგა „პასტორალი“, რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.
1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობს, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმს იღებს: 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.[2] იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მოკლემეტრაჟიანი ფილმები
- 1958 — აკვარელი (ფრანგ. Aquarelle)
- 1959 — საპოვნელა
- 1961 — აპრილი
- 1964 — თუჯი
- 1968 — ძველი ქართული სიმღერა
- 1982 — 7 პიესა შავ-თეთრი კინოსათვის (ფრანგ. Lettre d'un cinéaste : 7 pièces pour le cinéma noir et blanc) (დოკუმენტური)
- სრულმეტრაჟიანი ფილმები
- 1966 — გიორგობისთვე
- 1970 — იყო შაშვი მგალობელი
- 1976 — პასტორალი
- 1984 — მთვარის ფავორიტები (ფრანგ. Les Favoris de la lune)
- 1989 — და იქმნა ნათელი (ფრანგ. Et la lumière fut)
- 1992 — ნადირობა პეპლებზე (ფრანგ. La Chasse aux papillons)
- 1995 — საქართველო, ეული (ფრანგ. Seule, Géorgie)
- 1996 — ყაჩაღები. თავი VII (ფრანგ. Brigands, chapitre VII)
- 1999 — მშვიდობით, მშობლიურო მიწავ! (ფრანგ. In vino veritas!)
- 2002 — ორშაბათი დილა (ფრანგ. Lundi matin)
- 2006 — შემოდგომის ბაღები (ფრანგ. Jardins en automne)
- 2010 — შანტრაპა (ფრანგ. Chantrapas)
- 2015 — ზამთრის სიმღერა (ფრანგ. Chant d'hiver)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოთარ იოსელიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ოთარ იოსელიანი — ეროვნული ფილმოგრაფია
- ოთარ იოსელიანი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ოთარ იოსელიანის ბიოგრაფია და ფილმოგრაფია (რუსულად) დაარქივებული 2005-10-29 საიტზე Wayback Machine. .
- ოთარ იოსელიანი — ბურუსი – BURUSI
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ოთარ იოსელიანი — პოლიტიკური სისტემის მიღმა მდგომი რეჟისორი. sputnik-georgia.com (02 თებერვალი, 2018). ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2018.
- ↑ ნატალია ჯალაღონია. (25 ივნისი, 2017) ოთარ იოსელიანი – ქართული კინოს გენია. doctrina.ge. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2018.[მკვდარი ბმული]