თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
|
||||
---|---|---|---|---|
![]() |
||||
|
||||
|
||||
ტიპი | სამოქალაქო | |||
მფლობელი | საქართველო | |||
ოპერატორი | TAV Georgia | |||
ემსახურება | თბილისი | |||
ადგილმდებარეობა | თბილისი | |||
სიმაღლე ზდ | 495 | |||
კოორდინატები | 41°40′09″ ჩ. გ. 044°57′17″ ა. გ. / 41.66917° ჩ. გ. 44.95472° ა. გ. | |||
ვებ-გვერდი | www.tbilisiairport.com | |||
|
||||
ნომერი | ზომები | საფარი | ||
13R/31L | 3,000 | ბეტონი | ||
13L/31R | 2,500 | ასფალტი/ბეტონი | ||
|
||||
ნომერი | ზომები | საფარი | ||
H1 | 30 | ასფალტი/ბეტონი | ||
წყარო: Georgian AIP at EUROCONTROL[1] |
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: TBS, ICAO: UGTB) — საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონის მთავარ კომერციულ და სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს. აკავშირებს რა, საქართველოს მთელს მსოფლიოსთან, თბილისის აეროპორტი მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. თბილისის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს სატვირთო მომსახურების სამი კერძო კომპანია: კარგო სერვისი, ლასარე და საქართველოს კარიბჭე. ეს კომპანიები უზრუნველყოფენ საბაჟო მომსახურებას; ტვირთის დამუშავებას სპეციალური ტექნიკის საშუალებით.[2]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. მას შემდეგ რაც აშენდა ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომლის მშენებლობაც 2007 წლის 7 თებერვალს დაიწყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწრაფად განვითარდა, რაც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არამარტო 1.5 მილიონიანი დედქალაქის მთავარი შესასვლელი და გასასვლელი წერტილია, არამედ მთელი ქვეყნის. ტერმინალის მოწყობა ხელს უწყობს მგზავრთა ბარგით გადაადგილებას ავტოსადგომიდან გამგზავრების კარებამდე. თბილისის აეროპორტი ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებას, აფრენას. გააჩნია მანევრირების ტერიტორიზე ფართო ასაფრენი ბილიკი, ბაქანი და სამიმმოსვლო გზები.[3]
რეგულარულ სამარშრუტო ხაზს თბილისი-აეროპორტი-თბილისი ემსახურება მუნიციპალური ავტობუსი #37, რომლის გაჩერებაც მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან. ავტობუსი აეროპორტიდან ყოველ ნახევარ საათში გადის და მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.[4] თბილისის აეროპორტში ტაქსის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ჩამოფრენის დარბაზიდან გასვლისთანავე. აქ ტაქსები 24 საათის განმავლობაში არიან განლაგებულნი. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობა 20-30 წუთი გრძელდება, ხოლო მგზავრობის ტარიფი ქალაქის ცენტრამდე 25 ლარს შეადგენს.[5]
თბილისის აეროპორტის ავტოსადგომი მაქსიმალურად არის აღჭურვილი მომხმარებლის ყველა მოთხოვნის შესაბამისად. სამგზავრო ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი აქვს. სადგომზე ავტომობილების შესვლა ხორციელდება ავტომატური ბარიერის გავლის საშუალებით. ავტოსადგომი გათვლილია 370 ავტომობილზე. ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. საფასურის გადახდა ხდება სადგომიდან გასვლის დროს გასასვლელთან მდებარე გადახდის ჯიხურში. მთავარი ავტოსადგომის გარდა, ტერმინალის მარჯვენა მხარეს განთავსებულია მეორე ავტოსადგომი, რომელიც განსაზღვრულია იმ მგზავრებისათვის და მათ დამხვედრთათვის, ვინც სარგებლობს პრაიმკლასის სერვისით.[6]
2015 წლის 30 ივნისს, თბილისის საკრებულომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიანიჭა.[7]
სექციების სია
სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2007 წელს, აეროპორტი მოემსახურა 615,873 მგზავრს, რაც 2006 წელთან შედარებით 8.5%-ით მეტი იყო.[8] ავიაგადაფრენების რაოდენობამ 18.7%-ით მოიმატა.[9] 2009 წელს, აეროპორტი მოემსახურა 702,916 მგზავრს და გადაზიდა 12,245 ტონა ტვირთი, 2010 წელს აეროპორტმა 822,772 მგზავრი გადაიყვანა,[10] ხოლო 2013 წელს — 1,436,046 მგზავრი.
წელი | მგზავრთა რაოდენობა | ცვლილება წინა წლებთან შედარებით |
---|---|---|
2005 |
|
|
2006 |
|
![]() |
2007 |
|
![]() |
2008 |
|
![]() |
2009 |
|
![]() |
2010 |
|
![]() |
2011 |
|
![]() |
2012 |
|
![]() |
2013 |
|
![]() |
2014 |
|
![]() |
2015 |
|
![]() |
2016 |
|
![]() |
2017 |
|
![]() |
ავიაკომპანიები და მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნ. დუმბაძე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ EAD Basic
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა
- ↑ ACI Europe Ranking of European Airports for 2007
- ↑ Tbilisi Airport passenger and aircraft movement increases for 2007
- ↑ 10.0 10.1 Tbilisi Airport - Airport Statistics
- ↑ Georgian Civil Aviation Agency - Number of Passengers Served.
- ↑ tbilisiairport.com - Tbilisi Airport Profile (p.15)
- ↑ “Тбилисский международный аэропорт обслужил в 2013 году 1 436 046 пассажиров“, 15 January 2014. წაკითხვის თარიღი: 16 January 2014.
- ↑ Aeroflot resumes service to Tbilisi from October 2014.
- ↑ “Air Astana Adds Seasonal Astana – Tbilisi Link June – August 2015“, Airline Route, 19 February 2015. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
- ↑ Timetable. Mouzenidis Travel. წაკითხვის თარიღი: 9 April 2015.
- ↑ “Flydubai launches Tbilisi flights“.
- ↑ Where We Fly - Yerevan. Georgian Airways. წაკითხვის თარიღი: 19 May 2015.
- ↑ Scheduled Flight Search. Pegasus Airlines. წაკითხვის თარიღი: 29 May 2012.
- ↑ “Sun D’Or Adds New Seasonal Weekly Service in S16“, Airline Route, 2 December 2015. წაკითხვის თარიღი: 2 December 2015.
- ↑ “Tbilisi and Batumi airports to welcome Tel Aviv flights“, 27 January 2016. წაკითხვის თარიღი: 29 January 2016.
- ↑ “Ural Airlines Expands Georgia Flights from July 2015“, Airline Route, 24 June 2015. წაკითხვის თარიღი: 24 June 2015.
- ↑ “Yanair возобновит рейсы Киев-Тбилиси“, avianews.com by Aviation Today, 26 May 2015. წაკითხვის თარიღი: 26 May 2015.
|