პორტალი:კახეთი
რედაქტირება კახეთი
ისტორიულად კახეთი მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი. (...სრულად) რედაქტირება რჩეული სტატია
თელავი პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლომეს (II ს.) “გეოგრაფიაში” "Teleda-ს" ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თლავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიატნოვა და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა. (...სრულად) რედაქტირება რჩეული სურათი
რედაქტირება იცოდით, რომ…
...დემეტრე თავდადებულის ერთადერთი პორტრეტი დავით-გარეჯის მონასტერშია დაცული... რედაქტირება კახეთის რეგიონები
ახმეტის რაიონი - გურჯაანის რაიონი - დედოფლისწყაროს რაიონი - თელავის რაიონი - ლაგოდეხის რაიონი - საგარეჯოს რაიონი - სიღნაღის რაიონი - ყვარლის რაიონი ისტორიული რეგიონები გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი) - ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი) - შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) - გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო) რედაქტირება კატეგორიები
რედაქტირება ახალი სტატიები
კახეთი - კახეთის მხარე - კახეთის ისტორია - კახეთის გეოგრაფია - ალაზანი - იორი - გომბორი - სასადილო... რედაქტირება როგორ შემიძლია დავეხმარო
|